saqarTvelos mwvervalebi - leSvnili

 

ლეშვნილი - მწვერვალი სვანეთის ქედის დასავლეთ ნაწილში, მდინარეების ლაჰილისა და ლეშნურის(ენგურის სისტემა) სათავეებში. სიმაღლე ზღვის დონიდან 3900 მ. აგებულია პალეოზოურ-ტრიასული ნალექებით. დაფარულია თოვლ-ყინულით. გზა ადის მდინარეების ლაჰილისა და ჯუდარის (ცხენისწყლის სისტემა) ხეობებიდან.